

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულომ დღეს, 17 ნოემბერს, ბოლო სხდომა ჩაატარა. დეპუტატებმა ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი.
ახლადარჩეული საკრებულო პირველ სხდომას ორშაბათს, 20 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩაატარებს. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სამშაბათს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები ააიპ-ების დირექტორებთან ერთად ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ.
22 ნოემბერს, 14:00 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. განხილვაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,