

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტებში ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი გამოაცხადა.
ცესკოს განკარგულებით, სხდომები ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოზურგეთისა) 2017 წლის 20 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.
საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე, მოადგილე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს – საფინანსო-საბიუჯეტო; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა; განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა; იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულოში ამ ეტაპზე სამი ფრაქციის შექმნა იგეგმება: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,“ „ქართული ოცნება-მრეწველები“ და „ქართული ოცნება-კონსერვატორები.“ შექმნიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ფრაქციას, ჯერჯერობით უცნობია.
„ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, ვინ უხელმძღვანელებს კომისიებსა და ფრაქციებს, ეს საკითხი ორ დღეში გადაწყდება, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – პირველ სხდომამდე უმრავლესობის წევრები უნდა შევიკრიბოთ.“
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,