

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი ნიკო თოფურიძე 13 ნოემბერს საქმიანობას შეუდგა.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მერმა თავისი მოადგილეების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა.
„მერის პირველ მოადგილედ მუშაობას არჩილ მაღრაძე გააგრძელებს, მოადგილედ – თემურ ჩხეიძე, – ამბობს კახა გოლუბიანი, – სხვა საკადრო ცვლილება, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა.“
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებით მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობა გამგეობაში დასაქმებულთა 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ამბობს, რომ „შესაძლოა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგელები ისევ შტატში დააბრუნონ, ხოლო სპეციალისტები – ხელშეკრულებით აიყვანონ და 10%-მდე შემცირება მხოლოდ მათ შეეხოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ცენტრალურ ხელისუფლებაში შტატების ცვლილების სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობენ და მითითებას უახლოეს ხანში მოგვაწვდიან.“
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა