

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ პირველ ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 ოქტომბერს არჩევნებში 19 726 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 12 626 ამომრჩეველმა მიიღო.
7 948 ხმით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე გახდა.
ხარაგაულის 35 წევრიანი საკრებულო ხუთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლით დაკომპლექტდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილების შესრულებას შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მეთერთმეტე დღეს შეუდგება.
რაც შეეხება საკრებულოს პირველ სხდომას, მაყვალა სულაქველიძის განმარტებით, სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების (იგულისხმება მეორე ტურიც) შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,