

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 24.4 % (4 807 ამომრჩეველი) მოვიდა.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, იმერეთის მასშტაბით, ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობა დაფიქსირდა.
იმერეთში 12 საათისთვის მოსული იყო ამომრჩეველთა 17,3 % (93019 ამომრჩეველი).
საქართველოს მასშტაბით აქტივობა 16,5 პროცენტია.
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ისლარის (39%), ნადაბურის (30%), ლაშის (25%), ბორითის (28%), წიფის (31%), ჯაფაროულის (30%) საარჩევნო უბნებში, ხოლო ყველაზე დაბალი – მარელისისა (17%) და გედსამანიის (17%) საარჩევნო უბნებზე.
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,
დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების