

დღეს დილის შვიდი საათიდან #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემა დაიწყო.
„საუბნო კომისიების წარმომადგენლებს მიაქვთ ბიულეტენები, მიღება-ჩაბარების აქტები, შემაჯამებელი ოქმები, ამომრჩეველთა სიები, ბეჭდები, მარკირების სითხე, – ერთი სიტყვით, ყველა ის დოკუმენტი, რაც კენჭისყრის დღისთვის არის საჭირო, – ამბობს #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძე, –
საარჩევნო კაბინები და ყუთები უბნებზე უკვე მივიტანეთ. ამ კვირაში ადგილებზე ტრენინგებზე იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. ხარაგაულში 37 საარჩევნო უბნიდან საარჩევნო დოკუმენტაცია ამ მომენტისთვის 12 საარჩევნო უბანზე წაიღეს.
ხარაგაულში 19 726 ამომრჩევლისთვის 19 300 ბიულეტენი დაიბეჭდა.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი