
ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის სერვისცენტრის წარმომადგენელ მიხეილ ბანცაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ტექნიკურად ვერ ხერხდება გაზსადენის დაზიანების ადგილისა და ხარისხის განსაზღვრა.
„მობილიზებულები ვართ, – ამბობს მიხეილ ბანცაძე, – დაზიანებული ადგილის საპოვნელად ორი ჯგუფი მუშაობს – ხარაგაულისა და ზესტაფონის მხრიდან. სავარაუდოდ, სანამ მდინარეში წყლის დონე არ დაიწევს, ვერ გავიგებთ, სად არის დაზიანება.
სოფელ ლაშეში, საავტომობილო გზის ჩავარდნის ადგილას, გაზსადენის დაზიანება არ ფიქსირდება.
შესაძლოა, სოფელ ძირულაში, მდინარეების – ჩხერიმელასა და ძირულას – შესართავთან, დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი და ვეძებთ.
ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის დღეს, 17 ოქტომბერს, მიწოდება გამორიცხულია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, დაზიანების დროულად აღმოჩენასა და დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.“
ლაურა გოგოლაძე
ხარაგაულში, დამეწყრილ ზონაში, დღეს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი,
18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული და
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მომსახურების