
ორდღიანი გადაუდებელი კოკისპირული წვიმის გამო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, საავტომობილო გზები დაზიანდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, მთიდან წამოსული ქვა-ღორღით საღანძილიდან ჩხერისკენ მიმავალი გზა ჩაიხერგა, ხოლო საღანძილიდან ზარნის მიმართულებით ხიდის ქვეშ გამავალი გზა წყლით დაიტბორა. სტიქიამ გზები დააზიანა ლაშეში, ხიდარში, ბჟინევში, ზვარესა და ვახანში. დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა.
თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, ბჟინევში, საღანძილესა და ზარანში, პრობლემა მოაგვარეს.
„ტექნიკა მობილიზებულია და რომელი სოფლიდანაც გზის შეკეთებისთვის მოგვმართავენ, მაშინვე გავუშვებთ. ადმინისტრაციული ერთეულებიდან ინფორმაციას სისტემატურად გვაწვდიან,“ – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
ფოტოზე: სტიქიისგან დაზიანებული გზა სოფელ ხიდარში
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების
120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ
ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს