
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2017 წლის 9 თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურ მიმართულებებზე 374 299 ლარი დაიხარჯა 1923 ბენეფიციარზე. მათ შორის:
– სამედიცინო მომსახურეობაზე – 138 741 ლარი (377 ბენეფიციარი);
– მედიკამენტების შესაძენად – 47 573 ლარი (331 მოქალაქე);
– C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად – 9 366 ლარი (43 მოქალაქეს);
– სოციალურად დაუცველი 16 გარდაცვლილის ოჯახზე სარიტუალო ხარჯებისთვის – 3 200 ლარი;
– ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულთა ტრანსპორტირება – 11 100 ლარი (13 ბენეფიციარი);
– ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 65 900 ლარი (483 მოქალაქე);
– ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით შეძენილია 1800 ლარი ღირებულების საკვები პროდუქტები;
– დედის დღესთან დაკავშირებით 77 მრავალშვილიან (4 და მეტი) ოჯახზე დახმარება – 4 800 ლარი;
– სააღდგომოდ 256 უკიდურესად გაჭირვებული და დევნილი ოჯახების დახმარება 7680 ლარით, თითოეულს – 30 ლარი;
– ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 3 510 ლარი;
– უსინათლო მოქალაქეებს – ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 16 470 ლ. (64 ბენეფიციარი);
– დაუნის სინდრომისა და აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 8 ბენეფიციარის დახმარება – 800 ლარი;
– შშმ პირთა დასახმარებლად და სხვა ღონისძიებებისთვის – 10 461 ლარი;
– კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ელემენტის შესაძენად – 1 998 ლარი;
– 100 წელს მიღწეულთა ფინანსური დახმარება – 1000 ლარი;
– 1989 წ. 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დარბევის შედეგად დაზარალებულ ორი მოქალაქის დახმარება – 600 ლარი;
– ჩერნობილის ა/ე აფეთქების შედეგად დაზარალებული 8 მოქალაქის დახმარება – 800 ლარი;
– ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის 13 მონაწილეს გაეწია დახმარება 2600 ლარით;
– 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახის დახმარება – 500 ლარი;
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად დახმარება გაეწიათ 4 100 ლარით;
– ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა – 21 900 ლარი (131 ახალშობილი);
– ომის ვეტერანის დაკრძალვისთვის (ოთხ ოჯახზე) – 1 000 ლარი;
– სტიქიური მოვლენებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 13 ოჯახს, დაზიანების კატეგორიების მიხედვით, გაეწია დახმარება 18 400 ლარით.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების
120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ
ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს