

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე დეპუტატ კობა გოგსაძის მოთხოვნით მოიწვია. დეპუტატი ორი თვეა ეკომიგრანტების პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს. მისი თქმით, სოფელ ვარძიაში ეკომიგრანტის სტატუსს ოჯახებს გამგებლის წარმომადგენელი ანიჭებს.
ალექსანდრე ტაბატაძის განმარტებით, ეკომიგრანტების სახელმწიფო პროგრამას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებს. „ხარაგაულში 55 ოჯახია შესწავლილი, რომელთა საცხოვრებელი ადგილები სიცოცხლისთვის საშიშია, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე, – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტების ოჯახებს 5-დან 20 ათას ლარამდე თანხით საცხოვრებელ სახლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუძენენ. პროგრამა ოქტომბრის ბოლოდან ეტაპობრივად ამოქმედდება.“
ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, 55 ეკომიგრანტის ოჯახიდან 54 ვარძიის, ხიდარისა და კიცხის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ერთი ოჯახი – ღორეშაში.
თამთა გოგოლაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,