
პროექტი 50 კილომეტრი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 80 მილიონი დოლარის სესხი 22-წლიანი ვადით გამოუყო.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული პროექტი განსხვავდება რიკოთის პროექტისგან, რომელზეც თავის მხრივ უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება ევროპის საინვესტიციო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან და იაპონიის მთავრობასთან, რომლებიც რიკოთის პროექტს დააფინანსებენ. პროექტი 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და მისი ბიუჯეტი 700-800 მილიონი დოლარია.
„ეს არის რიკოთის ალტერნატიული, შემოვლითი გზა ხარაგაულის მხრიდან, რომელზეც აზიის განვითარების ბანკმა 80 მილიონი დოლარის რესურსი გამოყო. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ რიკოთის სამშენებლო სამუშაოების დროს ალტერნატიული გზის არსებობისთვის, ასევე იქ არსებული დასახლებული პუნქტების ეკონომიკური განვითარებისათვის,“ – ამბობს გიორგი კაკაურიძე.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების
120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ
ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს