

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია (GRMA) ეხმაურება მედიასახლი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის მიმართ გაერთიანებული ოპოზიციის ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გოჩა ძიმისტირაშვილის მიერ სოციალური მედიით გამოთქმულ ცილისწამებლურ გამოთქმებს. ეს განცხადება ლახავს ჟურნალისტის პროფესიულ ღირსებას და ეჭვქვეშ აყენებს მის კეთილსინდისიერებას.
გვესმის რა, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური უფლება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს უფლება არ უნდა გახდეს ჟურნალისტის პროფესიული ღირსების შემლახავი ქმედების საფუძველი.
განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოში, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს თავი შეიკავონ ჟუნალისტების მიმართ რაიმე სახის ზეწოლისაგან, რათა მედიას ჰქონდეს თავვისუფლად და შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,