

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ქუთაისი. 31 აგვისტოს 13:00-იდან 14:00 საათამდე – 1098 აბონენტს ქუთაისში ბაგრატიონის, ლეონიძის, გოგოლის, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებზე.
ზესტაფონი. 31 აგვისტოს 09:00-იდან 12:00 საათამდე – 851 აბონენტს სოფლებში პირველი სვირი, მეორე სვირი და არგვეთა.
ხარაგაული. 31 აგვისტოს 11:00-იდან 13:00 საათამდე – 473 აბონენტს სოფლებში ლაშე, ღვერკი, ნადაბური, საქარიქედი და მიმდებარე სოფლებში.
სამტრედია. 31 აგვისტოს 11:00-იდან 17:00 საათამდე – 1852 აბონენტს ქ. სამტრედიაში – კოსტავას, წერეთლის, წინსვლის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ მარანში, ხუნჯულაურში, ხიბლარში. 11:00-იდან 18:00 საათამდე – 58 სოფელ ზემო ნოღაში.
ბაღდათი. 31 აგვისტოს 11:00-იდან 17:00 საათამდე – 498 აბონენტს სოფლებში ზეგანი, საკრაულა, ჩალხაეთი, დიმი. 12:00-იდან 16:00 საათამდე – 3 აბონენტს ვარციხეში.
თერჯოლა. 31 აგვისტოს 06:00-იდან 09:00 საათამდე – 1 აბონენტს ჩოლაბურის სანაპიროზე.
ჭიათურა. 31 აგვისტოს 15:00-იდან 17:00 საათამდე – 1446 აბონენტს სოფლებში ზოდი, დარკვეთი, ხვაშითი, წირქვალი და მიმდებარე სოფლებში.
ონი. 31 აგვისტოს 11:30-იდან 18:30 საათამდე – 91 აბონენტს სოფლებში ჟაშქვა, სომიწო.
ცაგერი. 31 აგვისტოს 08:00-იდან 12:00 საათამდე – 1775 აბონენტს სოფლებში ორბელი, ლაილაში, უსახელო, ლაჯანა, თაბორი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,