

ესტონეთის ქალაქ კადრინას სკოლაში კადრინას მერის, იანეს ვეისნეს გადაწყვეტილებით, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე თინათინ ჩხეიძე და ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე დეა ბერაძე ისწავლიან.
ეს გადაწყვეტილება კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ მიიღო. ორი ხარაგაულელი მეთერთმეტეკლასელი კადრინას სკოლაში ერთი სასწავლო წლის მანძილზე ისწავლიან.
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში კადრინასა და ხარაგაულს შორის მემორანდუმი 2017 წლის 6 აპრილს ხარაგაულში გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქალაქს შორის მეგობრობის გაღრმავებას, გაცვლით პროგრამებს როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო სფეროში.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,