

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვერტყვილასა და გედსამანიაში გზის მშენებლობის მონიტორინგისას, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა: „ვიმყოფებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხუნევის თემში, სადაც ორი სოფელი მოვინახულეთ: ერთი გახლავთ სოფელი ვერტყვილა, სადაც 800-მეტრიანი ბეტონის გზის საფარის დაგება მიმდინარეობს, პროექტს აფინანსებს რეგიონული განვითარების ფონდი და მისი ღირებულება არის 125 ათასი ლარი. ასევე, სოფელ გედასამანიაში დაიგო სამკილომეტრიანი გზა. ეს პროექტიც დააფინანსა რეგიონული განვითარების ფონდმა. მისი ღირებულება გახლავთ 277 ათასი ლარი. ორივე პროექტი არის უნიკალური, რაც ეს სოფლები არსებობს, გზა არ ყოფილა დაგებული არასდროს“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ფოტოზე: იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე სოფელ ვერტყვილაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,