

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლის – „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ – პრემიერას 9 აგვისტოს ხარაგაულის კინოთეატრში გამართავს.
ეფენ ჩაპოვეტის პიესა მარტოხელა ქალზე მოგვითხობს, რომელსაც თაგუნები შეეჩვივნენ. ქალბატონმა მათ მოსაგერიებლად ფისო მოიყვანა. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ხარაგაულელი მაყურებელი სპექტაკლის პრემიერაზე ნახავს.
სპექტაკლში ლიუზა კიკნაძე (დეიდა მარინე), თაგუნები კიწი (მაია ბერაძე), კიკი (ირინე ჩხეიძე) და ფისო (გიორგი ჭიპაშვილი) მონაწილეობენ.
სპექტაკლი 12 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 2 ლარია.
გთავაზობთ ნაწყვეტს სპექტაკლიდან.
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,
დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების