
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სოციალურ მიმართულებებზე 241 423 ლარი დაიხარჯა. მათ შორის:
– სამედიცინო მომსახურეობისთვის 227 ბენეფიციარს გაეწია დახმარება 77 505 ლარით;
– მედიკამენტების შესაძენად დახმარება გაეწია 237 მოქალაქეს, თანხით – 32 561 ლარი;
– C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად დახმარება გაეწია 21 მოქალაქეს, თანხით – 6 490 ლარი;
– სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ 13 გარდაცვლილის ოჯახს თანხით 2 600 ლარი;
– ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება სატრანსპორტო ხარჯით – 7 000 ლარი (13 ბენეფიციარი);
– ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 292 მოქალაქეს, თანხით – 42 770 ლარი;
– ალილოს დღესასწაულთან დაკავშირებით შეძენელი იქნა 1800 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები;
– დედის დღესთან დაკავშირებით 77 მრავალშვილიან (4 და მეტი) ოჯახს გადაეცა 4 800 ლარი;
– სააღდგომოდ 256 უკიდურესად გაჭირვებულ და დევნილ ოჯახს გაეწია დახმარება 7680 ლარით, თითოეულს – 30 ლარი;
– ომის ვეტერანებს – ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის 2 430 ლ (13 ვეტერანი);
– უსინათლოთა კავშირის წევრ მოქალაქეებს – ყოველთვიური დახმარება კომუნალური გადასახადებისათვის – 10 710 ლ (61 ბენეფიციარი);
– დაუნის სინდრომის და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 8 ბენეფიციარს გაეწია დახმარება (თითოეულს 100 ლარი) – 800 ლარის ოდენობით;
– შშმ პირთა დასახმარებლად და სხვა ღონისძიებებისთვის დაიხარჯა 6 039 ლარი;
– კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ელემენტის შესაძენად დახარჯულია 1 998 ლარი;
– 100 წელს მიღწეულთა ფინანსური დახმარება – 1000 ლარი.
– 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დარბევის შედეგად დაზარალებულ 2 მოქალაქეს გაეწია დახმარება 600 ლარით;
– ჩერნობილის ა/ე აფეთქების შედეგად დაზარალებულ 7 მოქალაქეს – 700 ლარით;
– ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის 13 მონაწილეს გაეწია დახმარება 2600 ლარით;
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად დახმარება გაეწიათ 3 600 ლარით;
-ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამის განსახორციელებლად დახარჯულია 13 200 ლარი (77 ახალშობილი);
– ომის ვეტერანის დაკრძალვისთვის ერთ ოჯახს გაეწია დახმარება 250 ლარით;
-სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 10 ოჯახს, დაზიანების კატეგორიების მიხედვით, გაეწია დახმარება 14 400 ლარით.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების