

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის #1454 განკარგულებით ცხრა მუნიციპალიტეტს (მათ შორის იმერეთიდან – ჭიათურასა და ხარაგაულს) ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 9 929 445 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან განსაზღვრულია 384 ათასის, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის – 474 999 ლარის გამოყოფა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელ წიფაში სასოფლო გზის მოსაბეტონებლად ფონდიდან 223 ათას ლარს მიიღებს, სოფელ გოლათუბნის სასოფლო გზის მოსაბეტონებლად – 161 ათას ლარს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ფონდიდან 343 610 ლარია გამოყოფილი, ხოლო მემორიალი-რგანი-ხრეითის გზის აღსადგენად – 131 389 ლარი.
ხარაგაულისა და ჭიათურის გარდა, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან თანხა გამოეყო ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურის, წალკის, დმანისის, მცხეთისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,