

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მეორე ეტაპს.
აღნიშნული კურსი ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.
პროექტი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა) და წარადგინოთ პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიაში, 20 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,