

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ოფისის მენეჯერ დავით ჯაიანთან და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ისლარში დავით კიკნაველიძისა და ნინო ფხალაძის ოჯახში სიმბოლურად გაზქურა აანთო.
ბუნებრივი აირის მაგისტრალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ისლარსა და ჯაფარაულში წელს აშენდა. დავით ჯაიანის თქმით, ამ სოფლებში დაერთების სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ხარაგაულის ოთხი სოფელი (ბაზალეთი, თეთრაწყარო, ჩხერი და ახალსოფელი) 2016 წელს გაზიფიცირდა. დავით ჯაიანის, ინფორმაციით, ამ სოფლების მოსახლეობა მომავალი ზამთრის სეზონს ბუნებრივი აირით შეხვდება.
დეკემბერიც დადგა და წინასაახალწლო სამზადისიც დაიწყო; სამზადისი
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული