

ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) ქობულეთის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
საერთაშორისო ფესტივალი ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მასში საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვნენ.
ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფის, ზაზა ლურსმანაშვილის, ინფორმაციით, ფესტივალზე ანსამბლ „უბისის“ უმცროსმა და შუა თაობის მოცეკვავეებმა „აჭარული განდაგანა“ და „ქალ-ვაჟთა მთიულური“ შეასრულეს.
მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისათვის ანსამბლი „უბისის“ მოცეკვავეები და ქორეოგრაფები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ქორეოგრაფიული ფესტივალი ქობულეთში დღეს, 6 ივლისს, დასრულდება.
თამთა გოგოლაძე
ღამის საათებში დასახლებულ პუნქტებში ტრანსპორტით წარმოქმნილი
სააგენტო, რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა,
დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების