

27 ივნისს დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 970 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში შროშა, ძირულა, განთიადი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ხევი, ხუნევი, ბორითი, მაქათუბანი, უბისა, ღორეშა და მიმდებარე სოფლებში.
ხოლო 30 ივნისს დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე ძაბვა შეეზღუდება ქვესადგურ „მოლითი-წევას“ 1900 მომხმარებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოლითი, ვახანი, ზვარე, ნუნისი და მიმდებარე სოფლებში.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,