

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კვლავ გამოაცხადა კონკურსი „აღმოაჩინე საქართველო“, ნიკო კეცხოველის 2018 წლის პრემიის მოსაპოვებლად.
კიცხის საჯარო სკოლა გასულ წელსაც იყო ჩართული ამ პროექტში, სადაც ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ. წელსაც ჩამოვაყალიბეთ ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ და განახლებული ენთუზიაზმით შევუდექით მუშაობას. ეკოკლუბის წევრებმა დარგეს თავიანთი სახელობის ხეები.
4 მაისს გაიმართა მოსახლეობასთან შეხვედრა კიცხის საზოგადოებრივ ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის დეპუტატი, რწმუნებული, სპეციალისტი, ზონის დასუფთავების სამსახურის უფროსი.
„მწვანე ხელების“ წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკოლოგიურ პრობლემებზე, – თუ რა კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი პლანეტა, თუ თითოეული არ შევიტანთ წვლილს მის გადარჩენაში. აგრეთვე მოსახლეობას გააცნეს საკუთარი ძალებით ჩატარებული კვლევის შედეგები გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით. ერთად მივიღეთ ერთ-ერთი სტიქიური ნაგავსაყრელის (მდ. ბორიმელას ხიდის მარჯვენა მხარეს, მეღვინეობა „კიცხთან“) დასუფთავების გადაწყვეტილება.
ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ აგრძელებს მუშაობას. სრული მზაობაა იმისათვის, რომ პროექტის ყველა აქტივობაში მივიღოთ მონაწილეობა და გარკვეულ წარმატებებს მივაღწიოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ძალიან სასარგებლო და საინტერესოა და სურვილი გვაქვს პროექტში სხვა სკოლების ჩართვის. ყველას წარმატებებს ვუსურვებთ!
ელისო არჟევანიძე
ეკოკლუბ „მწვანე ხელების“ კოორდინატორი
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,