

დღეს, 29 მაისს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების დირექტორებს დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს წარმომადგენელი ქეთევან შარიქაძე შეხვდა.
დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, ინიციატივით გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საბჭოს წევრებს 3 თვის ვადით ირჩევენ. ამჟამად საბჭოში იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი წარმოშობით ხარაგაულელი ქეთევან შარიქაძეა.
მან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა დაამთავრა. ის ამჟამად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დირექტორია.
ქეთევან შარიქაძის ინფორმაციით, დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებმა 4 მაისს გამართულ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, საქართველოს სკოლების საერთო პრობლემებზე ისაუბრეს.
29 მაისს საგანმანათლებლო რესურსცენტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებმა, ძირითადად, ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც სოფლის სკოლებს აწუხებს. მათ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოფლის სკოლებში ახალგაზრდა კადრების სიმცირე დაასახელეს.
ქეთევან შარიქაძე სკოლების დირექტორებს დაჰპირდა, რომ მათგან წამოჭრილ პრობლემებს დირექტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე აუცილებლად დააყენებს. ის დირექტორებთან შეხვედრას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში გეგმავს.
ვრცელ მასალას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თამთა გოგოლაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,