
ნიკო კეცხოველის 2018 წლის პრემიის ფარგლებში უკვე ათასზე მეტი ნერგი დაირგო. ახალციხისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე თავის სახელზე ნერგს დატოვებს, რომლის მოვლაზე პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაცია აიღებს.
ინიციატივისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ ძელქვის, წაბლის, თელის, იმერული და მაღლმთის მუხის სახეობის ნერგები უფასოდ გამოყო. ინიციატივაში ქუთაისის სკოლებიც ჩაერთნენ.
წლევანდელი საკონკურსო სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ და ძირითადად, ეკოტურიზმზე იქნება კონცენტრირებული. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები სკოლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. კონკურსის დეტალური ინსტრუქციისთვის სკოლებში საინფორმაციო ბანერებიც გამოიკვრება.
პარალელურად ცხადდება კონკურსი „ფოტო სინთეზი 2018“. მოგზაურობისა და ფოტოგრაფიის მოყვარულებს საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნა მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი