

2017 წლის 20 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესოს შენობა).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირისა და უქმე დღეების გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 261 21 11 (17)
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ