
სასწავლო წლის ბოლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ტრადიციულ
„ცოდნის კვირეულს“ მასპინძლობს.
წელს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქიმიაში, სადაც მე-9 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაბინძურებასა და ეკოლოგიურ საფრთხეებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს (ქიმიის პედაგოგი მანანა ჯიქურიძე).
პირველკლასელებმა (პედაგოგი ლეილა ბარბაქაძე) „ანბანის გაცილება“ ცეკვებითა და სიმღერებით აღნიშნეს.
ცოდნის კვირეულის ფარგლებში ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებთან გაიმართა შეხვედრა. ღონისძიებას სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით ალამაზებდნენ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
დეკანოზმა მირიანმა (სამხარაძე), დეკანოზმა თევდორემ (გოგოლაძემ), რეჟისორმა კობა სხილაძემ და გამომცემელმა კობა კურტანიძემ ვერტყვიჭალის სკოლაში მათი სწავლის პერიოდი და პედაგოგები გაიხსენეს.
ვერტყვიჭალის სკოლის დირექტორის, ლენა აბაშიძის, ინფორმაციით „ცოდნის კვირეული“ ვერტყვიჭალის სკოლაში უკვე 10 წელზე მეტია იმართება და სასწავლო წლის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.
ღონისძიებას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი