

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ – საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივაა და საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს.
თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება; ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას; ურიგებენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ესაუბრებიან საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და იზიარებენ მათ მოსაზრებებს.
8 მაისს ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ (თავმჯდომარე გია ცისკაძე) ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულელ ამომრჩევლებთან შეხვედრა კინოთეატრის წინ გაიმართა.
10 მაისს შეხვედრა გაიმართება ბორითში, 11 მაისს – კიცხში, 15 მაისს – მოლითში.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,