
ხარაგაულში მდინარე ჩხერიმელაზე ჯომარდობა მოეწყობა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის უფროსის, ბერიკა თურმანიძის, ინფორმაციით, შაბათს, 29 აპრილს, ჯომარდობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა თავის გუნდთან ერთად.
„ჯომარდობა სტარტს საღანძილიდან აიღებს და ლაშეში დასრულდება, – ამბობს ბერიკა თურმანიძე, – სადაც მონაწილეებს ცხელი სასმელებით გავუმასპინძლდებით. ჯომარდობაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ჯომარდობისთვის საჭირო აღჭურვილობით. დაშვებაში მონაწილეობის საფასური 15 ლარია. დაშვება 14 საათზე დაიწყება“.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელაზე ჯომარდობა პირველად 27 მარტს გაიმართა.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი