

მთის განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლათუბნის 1.5 კმ გზის მობეტონებისათვის 161 ათასი ლარი გამოყო.
აღნიშნულ საკითხზე დღეს, 11 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა საბიუჯეტო ცვილილება განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 მარტის სხდომაზე მთის განვითარების ფონდში წარსადგენად სამი პროექტი მოიწონა – გოლათუბნისა და წიფის სასოფლო გზების მობეტონება და ნუნისში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
ხარაგაულის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის, ინფორმაციით, შესაძლოა, მთის განვითარების ფონდიდან საკრებულოს მიერ მოწონებული ორი ინფრასტრუქტურული პროექტიც დაფინანსდეს.
დღესვე ბიუროს წევრებმა განიხილეს ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისათვის“ორი ერთეული თვითმცლელი ნაგავმზიდის, ააიპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის სოფელ ღორეშისა და წიფის საბავშვო ბაღების შენობებისა და ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისთვის სოფელ ვერტყვიჭალის კლუბის შენობის მეორე სართულზე მდებარე 36.11 კვმ ფართის გადაცემის საკითხი.
ბიურომ ასევე იმსჯელა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩა #92-ში მდებარე 1091 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულო 13 აპრილს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,