

განათლების სამინისტრო საპილოტე პროექტის შემუშავებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, საჯარო სკოლები ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან პროექტში მონაწილეობისთვის ლაშის საჯარო სკოლის მონაცემები გაიგზავნა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – ჯერჯერობით, ეს მხოლოდ პროექტის იდეაა. რა ფორმით გადმოეცემა საჯარო სკოლები მუნიციპალიტეტებს, უცნობია.
ლაშის საჯარო სკოლა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი სკოლის მცირეკონტინგენტია. ლაშის სკოლაში რვა ფინანსური კლასია. თუ პროექტი განხორციელდა, ამ სკოლის მაგალითზე ყველაზე კარგად დავინახავთ მის სუსტ და ძლიერ მხარეებს.
ჯერ არ ვიცით, სკოლები ფინანსურად უნდა მართოს თვითმმართველობამ, ინფრასტრუქტურულად თუ პროგრამულად. 4-5 მილიონი ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლას ყოველწლიურად ხელფასებსა და სარემონტო სამუშაოებში სჭირდება.
სანამ არ შემუშავდება პროექტი, ვერ ვიტყვით, ის კარგი იქნება თუ ცუდი.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ლაშის საჯარო სკოლა
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ