20 ივნისი ერთ-ერთი გამორჩეული დღე გახლდათ ხარაგაულში ქორეოგრაფიისთაყვანისმცემლებისა და ქართული ცეკვის მოყვარულთათვის. ფესტივალი „კიდევაცდაიზრდებიან“ ხარაგაულში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით წელს უკვემესამედ ჩატარდა. ამ ტრადიციას საფუძველი ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორმავასილ კიკნაძემ და ქორეოგრაფმა ზაზა ლურსმანაშვილმა ჩაუყარეს. ფესტივალის ორგანიზებაშიდიდი წვლილი მიუძღვის საგანმანათლებლო რესურსცენტრს (ხელმძღვანელი გია არევაძე).ქორეოგრაფიული ფესტივალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და ხარაგაულშიმოქმედი ყველა წარმოება-დაწესებულების მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალშიმონაწილეობდნენ ანსამბლები: „უბისი“ (ორი თაობა), „საუნჯე,“  წიფის, ზვარის, ვახანის,მარელისის, ვარძიისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიულიანსამბლები

ფესტივალის გახსნისას ნიკო დეკანოსიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში ქორეოგრაფულ ფესტივალებს გაცილებით შორს აქვთ ფესვები და მის სათავეებთან დგას დიდებული პიროვნება, გამორჩეული ხარაგაულელი, უბადლო ქორეოგრაფი ბატონი ლევან ლურსმანაშვილი. ბატონი ლევანის ნათელ კვალს არანაკლები წარმატებით აგრძელებენ მისი მოსწავლეები, ქორეოგრაფები და-ძმა ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები.ფესტივალში მონაწილეობდნენ წიფის, ზვარის, ვახანის მარელისის, ვარძიის, ვახანის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები, ანსამბლები „საუნჯე“ და „უბისი.“ კონკურსის წინ ქორეოგრაფებს, მოცეკვავეებსა და ჟიურის წევრებს გავესაუბრეთ.

„ბავშვებმა უნდა იგრძნონ ქართული ცეკვის მნიშვნელობა“
მამუკა გაჩეჩილაძე ზურაბ კვანტრიშვილთან ერთად სამი წელია, რაც ვერტყვიჭალელ ბავშვებს ქართული ცეკვას ასწავლის. ოთხი თვეა ქორეოგრაფები ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მუშაობენ. მამუკა ფესტივალის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს, მადლობას უხდის ორგანიზატორებს და მოხარულია, რომ მომავალ თაობაში ქართული ცეკვისადმი ინტერესსა და სიყვარულს ხედავს. „ფესტივალი ყოველწლიურად იხვეწება და დარწმუნებული ვარ, შემდგომში სხვა რაიონებიდანაც ჩამოვლენ. ბავშვები მოტივირებულნი არიან და უნდათ, რომ დიდ სცენაზე გამოვიდნენ. ეს ფესტივალი მათთვის დიდი სტიმულია. ფესტივალში მონაწილეობა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მადლობას ვუხდი მშობლებს გვერდში დგომისთვის,“ – ამბობს მამუკა გაჩეჩილაძე…ზვარის, ვახანისა და მარელისის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელი ომარ ბარბაქაძე თვლის, რომ ფესტივალი დიდი სტიმულია მონაწილეებისათვის. „წლების მანძილზე სიხარულით ვმუშაობ და მინდა, რომ ბავშვებმა იგრძნონ ქართული ცეკვის მნიშვნელობა. ყოველწელიწადს დიდი შემართებით და მონდომებით ვერთვებით ფესტივალში.
არ უნდა დაიკარგოს ქართული, წინაპრების მიერ დატოვებული ცეკვის ტრადიციები,“ – ამბობს ბატონი ომარი და დიდ მადლობას უხდის სკოლების დირექტორებს ნათელა გუდაძეს, ნანა სხილაძეს და ვერა ოდიკაძეს და ქორეოგრაფებს, რომლებიც მის გვერდით მუშაობენ.
წიფის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი ალექსანდრე ამბარიძემომავალ თაობას ქართული ცეკვების სიყვარულს უკვე რამდენიმე წელია აზიარებს და მოხარულია, რომ ფესტივალში მონაწილეობით მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი ხდებიან.
ანსამბლ „საუნჯეს“ ქორეოგრაფმა რომან გაბუნიამ წელს დაამთავრა ქოეოგრაფიული სასწავლებელი. ქორეოგრაფობა მას ბავშვობიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი. რომანი ამბობს, რომ ბავშვებს ძალაინ უყვართ ქართული ცეკვა. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქორეოგრაფიულ ფესტივალს, რომელიც ხელს უწყობს ძველი ტრადიციების გაგრძელებას.

„ქართულ ცეკვას ვერც ერთი უცხოური ცეკვა ვერ შეედრება“

ლაურა ღონღაძე, ვახანის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე: -ფესტივალში მონაწილეობისთვის მთელი წლის მანძილზე ვემზადებით. ეს ჩვენი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა. ცეკვა ჩემი ჰობია. განსაკუთრებით მიყვარს ქართული ცეკვები

სალომე ყრუაშვილი, მარელისის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე: -ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართულ ცეკვას ვერც ერთი უცხოური ცეკვა ვერ შეედრება.

მარიამ ფანქველაშვილი, ზვარის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე: -ორი წელია სკოლის ანსამბლში ვცეკვავ. ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის საცეკვაო კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

ნანა ალხაზიშვილი, ზვარის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე: -ფესტივალზე დიდ გამოცდილებას და ცოდნას ვღებულობთ. ქართული ქოეროგრაფია ყველაზე მნიშვნელოვანი და განუმწეორებელია ყველა ქართველისთვის.

„გამარჯვებულია ყველა, ვისაც ქართული ხელოვნება და ქორეოგრაფია უყვარს“
ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურის წევრი ირინე ჩხეიძე თვლის, რომ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში. იგი ბედნიერია ახალგაზრდების მხრიდან ქართული ხელოვნებისადმი გამოვლენილი სიყვარულით და ფესტივალის ხარიხსით. `ყველას გილოცავთ ამ ლამაზი დღის გათენებას, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ, – ასეთი ხალისიანი სახეები ხშირად ყოფილიყოს ხარაგაულში. „ქართული გენია როკვით განფენილი,“ – თქვა დიდმა გრიგოლ რობაქიძემ და ამაზე მეტის თქმა ალბათ არც შეგვიძლია, რადგან ისე არაფერში ვლინდება ქართული გენია, როგორც ქართულ ცეკვაში. დიდი მადლობა ყველა ქორეოგრაფს, რომლებიც ამ დიდი ხელოვნების მადლს აზიარებენ ჩვენს შვილებს. დიდი მადლობა ბავშვებს. ხარაგაულში მესამედ ტარდება ქორეოგრაფიული ფესტივალი. იგი თანდათან ძალას იკრებს, იზრდება და იხვეწება. მართლაც, „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.“

მამუკა ჭიპაშვილი დარწმუნებულია, რომ ფესტივალი მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება.

თეონა ბუაჩიძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, მოსწავლეები ეჩვევიან სცენას, მაყურებლის წინაშე გამოსვლას. თეონა ამბობს, რომ გამარჯვებულია ყველა, ვისაც ქართული ხელოვნება და ქორეოგრაფია უყვარს.
„სასიხარულოა, რომ ხარაგაულში მომავალი თაობა ფოლკლორულ ტრადიციებს აგრძელებს. ახალგაზრდებს უჩნდებათ სურვილი, რომ ასეთ ფესტივალებში ჩაერთონ, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და სკოლა,“ – ამბობსალექსანდრე ტაბატაძე.
…და მართლაც, საოცარი სიყვარული და სითბო მოდიოდა სცენიდან, რასაც არანაკლები ოვაციითა და სიხარულით ხვდებოდა მაყურებელი. ეს იყო ქართული გენის, ქართული სულის უკვდავების კიდევ ერთი ნიშანი. დიდი მოწონება დაიმსახურეს და ფესტივალი თავიანთი გამოსვლით გაალამაზეს პატარა მედოლეებმასერგო ტყემალაძემ, ცოტნე კიკნაძემ და გიორგი მანჯავიძემ (მასწავლებელი ამირან ლურსმანაშვილი)
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი ანსამბლი „უბისი“ გახდა ცეკვით „იმერული სახუმარო.“ ფესტივალში მონაწილე ყველა ანსამბლის ქორეოგრაფი დაჯილდოვდა სიგელით „ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.“ ფესტივალის საუკეთესო მოვეკვავეებად დასახელდნენ რომან ბუაჩიძე (ანსამბლი „საუნჯე“), საბა ტაბატაძე (ანსამბლი „უბისი“), აკაკი ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა). ორიგინალური ქორეოგრაფიული ჩანაფიქრისთვის დაჯილდოვა ანსამბლი „საუნჯე.“
ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ერთმანეთს ერთი წლით უკეთესის იმედითა და მოლოდინით დაემშვიდობნენ.

ნინო კაპანაძე