

დღეს, 19 ნოემბერს, ხარაგაულში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია კინოთეატრის შენობაში ჩატარდა. სამანდატო კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძის ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდა მოწვეული ასივე დელეგატი. დელეგატების გარდა, დარბაზში იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები. კონფერენციას თავმჯდომარეობდა პავლე თავზარაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, იმერეთის ვიცეგუბერნატორი პაატა ნადირაძე.
მოქალაქეთა პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა, ღია კენჭისყრით, კვლავ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს; საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრებად აირჩიეს: პაატა გოგოლაძე, ჯამბულ გამცემლიძე, გივი თხელიძე, შალვა ლურსმანაშვილი, დავით კიკნაძე.
საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგინებით, კონფერენციის დელეგატებმა ასევე ღია კენჭისყრით, ერთხმად აირჩიეს პარტიის ყრილობის დელეგატები: მანანა ბარბაქაძე, კობა ლურსმანაშვილი, პაატა გოგოლაძე, ვარლამ თავზარაშვილი, ჯამბულ გამცემლიძე, ვარლამ ჭიპაშვილი, პავლე თავზარაშვილი.
ლაურა გოგოლაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში