

მეექვსე წელია, წყალაფორეთის სკოლა საკუთარ შენობას ელის. ახალ სასწავლო წელს სწავლას ამ სკოლის მოსწავლეები წყალაფორეთიდან 15 კმ-ით დაშორებულ, თეთრაწყაროს სკოლის შენობაში შეუდგებიან.
„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, იგეგმება თუ არა ჩვენს სოფელში სკოლისთვის შენობის აგება, – ამბობს ამ სკოლის დირექტორი ნათია დვალი, – სწავლას 15 სექტემბერს ათი ფინანსური კლასითა და 30 მოსწავლით ვიწყებთ. XI-XII კლასები არ გვყავს. მოსწავლეთა ნაწილი სხვა სკოლებში გადავიდნენ იმის გამო, რომ ყოველდღიურად სკოლამდე და უკან 30 კმ მანძილზე მგზავრობდნენ. ახლა სკოლაში ის ერთგული მოსწავლეები დარჩნენ, რომელთა მშობლებსაც კიდევ სჯერათ, რომ წყალაფორეთს სკოლა ექნება. ამ ახალ სასწავლო წელს უფრო იმედიანად ვხვდები. 2022 წლის შემდეგ ამდენი მოსწავლე არ გვყოლია“.
წყალაფორეთის სკოლის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბრიდან დაიწყო. მალევე აღმოჩნდა, რომ არსებული შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და მის ადგილზე ახალი უნდა აშენებულიყო. წყალაფორეთში სკოლის შენობა 2022 წლის ივლისში დაანგრიეს. ახალი შენობის ასაგებად ტენდერი განათლების სამინისტრომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მას შემდეგ უცნობია, როდის დაიწყება წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა და რა არის ხელახალი ტენდერის გამოუცხადებლობის მიზეზი.
ფოტოზე: წყალაფორეთის სკოლის ტერიტორია ამჟამად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
2023 წლის სექტემბრიდან საღანძილის სკოლის მოსწავლეები ამავე
მეექვსე წელია, წყალაფორეთის სკოლა საკუთარ შენობას ელის. ახალ სასწავლო წელს სწავლას ამ სკოლის მოსწავლეები წყალაფორეთიდან 15 კმ-ით დაშორებულ, თეთრაწყაროს სკოლის […]
მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო დროს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს