

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელის, ნიკო წიკლაურის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება – „სალაღობო სტრიქონები ხარაგაულელებზე“.
ნიკო წიკლაურმა ხარაგაულელებისადმი სხვადასხვა წლებში მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხა. ღონისძიებაზე საკუთარი ლექსებით წარსდგნენ ასევე სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე და ვალერი გოგნაძე.
ნიკო წიკლაურის „სალაღობო სტრიქონები“ ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ და ამავე თეატრის მსახიობმა მაია ბერაძემ წაიკითხეს.
ღონისძიება ქართული ქალაქური სიმღერებით გაალამაზა ხარაგაულის კვარტეტმა გია მეიფარიანის, გიორგი მაქაძის, ლია ჯანიაშვილისა და დავით კვირიკაშვილის შემადგენლობით.

4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას