

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, 25 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შემოქმედი ადამიანებისთვის ატარებს ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი“.
კონკურსი გაიხსნება „გალაკტიონის ცაცხვთან“ სოფელ ფარცხნალში და გაგრძელდება სოფლის სხვადასხვა ლოკაციებზე.
„გალაკტიონის ცაცხვს“ ვუწოდებთ გალაკტიონ ტაბიძის მიერ ფარცხნალში პედაგოგად მუშაობის პერიოდში დარგულ საუკუნოვან ხეს.
კონკურსის დღეს, 25 ივლისს, მონაწილეები შეიკრიბებიან მერიის წინ, დილის 9 საათზე. ხარაგაულიდან ფარცხნალამდე ტრანსპორტირებას „ოდეონის“ ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.
საკონკურსო თემა გამოცხადდება კონკურსის დაწყების წინ, ჟანრი შეუზღუდავია.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 15 აგვისტომდე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
„ოდეონში“ მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, 16 წლის ასაკიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორს 24 ივლისის 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ნომერი 557192332
გისურვებთ წარმატებას.
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!
13 აგვისტოს, 18:00 საათზე, @Antennafromtbilisi @sinatle.media -ს მხარდასაჭერ გამოფენას