
შემოდგომა ძალაში შედის. ზამთრისთვის სათბობის მომარაგება დღითიდღე აქტუალური ხდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ხარაგაულის სატყეოს უბნის უფროსი ვლადიმერ მანჯავიძე ამბობს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნათ ზამთრისათვის შეშის მოსამარაგებლად.
„90 ტყეკაფში 18 ათასი კბმ საშეშე მერქანია წელს მობეჭდილი. 7 ათასი კბმ-ია შარშანდელი ნაშთი დარჩენილი. ანუ წელს ზამთარში ჩვენ გვაქვს სულ 25 ათასი კბმ საშეშე მერქანი, – ამბობს ვლადიმერ მანჯავიძე, – ეს სრულიად საკმარისია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრობით 13 ათასი კბმ საშეშე მერქანი ჰყოფნის. ზესტაფონს, ხაშურსა და ახალქალაქს ტყე არ აქვს და ხარაგაულიდან გააქვთ შეშა.
ერთი კბმ საშეშე მერქანი 6 ლარი ღირს. ერთ ოჯახს აქვს 7 კბმ საშეშე მერქნის მიღების უფლება დაბალმთიან სოფლებში და 15 კბმ – მაღალმთიანში (ზვარე, წიფა, ნადაბური).
ოჯახმა, რომელსაც საშეშე მერქნის მიღება სურს, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, რომელი ტყეკაფიდან მოპოვება უფრო მარტივია მისთვის. ამის შემდეგ უნდა დაუკავშირდეთ იმ მეტყევეს, რომელსაც ეს კონკრეტული ტყეკაფი აბარია. უკლებლივ ყველა ტყეკაფს ბაზის მიერ აქვს მინიჭებული თავისი კოდი. ტყის მცველებს დავავალე, რომ გააცნონ მოსახლეობას კოდი. ამ კოდის ნომრით მიბრძანდებით ბანკში, ჩარიცხავთ 6 ლარს ერთ კბმ საშეშე მერქანზე, – 7 კბმ-მდე, რამდენიც გნებავთ, იმდენის ღირებულება შეგიძლიათ რომ ჩარიცხოთ. თუკი გჭირდებათ და ამ ეტაპზე ვერ მოგაქვთ 7 კბმ შეშა ერთად, შეგიძლიათ თანხა ნაწილ-ნაწილ ჩარიცხოთ და ნაწილ-ნაწილ გამოიტანოთ ტყეკაფიდან შეშა.
ბანკიდან მიღებული ქვითრით მიდიხართ მეტყევესთან. ქვითარზე მითითებულია იმ მეტყევის ტელეფონის ნომერი, რომელ მეტყევესაც ეს კონკრეტული ტყეკაფი ეკუთვნის.
წამოგყვებათ მეტყევე, მიგიყვანთ ტყეკაფში, განახვებთ, თქვენი ხეები რომელია, რაც გეკუთვნით ბანკში აღებული ქვითრის მიხედვით. მოჭრილი ხეები უნდა დამზადდეს, ანუ ტყეშივე დაიკოტოროს 30 სმ სიგრძეზე.
მას შემდეგ, რაც ტყეკაფში დაამზადებთ კუთვნილ შეშას, – შეიძლება ერთ დღეში დაამზადოთ, ან ორი-სამი დღე დაგჭირდეთ, – წამოღების დროს აუცილებლად უნდა დაურეკოთ მეტყევეს, რომ მან გასცეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, – ბარათს რომ ვეძახით.
ბარათი ქვითრის საფუძველზე გაიცემა და მასში იწერება იმ ავტომანქანის ნომერი, რომლითაც დამზადებული შეშა ტყეკაფიდან გამოგაქვთ და დანიშნულების ადგილი, – სადაც მიგაქვთ შეშა.
ხე-ტყის დამზადების ქვითარს, რომელიც ბანკში აიღეთ, აქვს ერთთვიანი ვადა. ხე-ტყის დამზადების დოკუმენტის ვადა კი 24 საათია. ანუ, ამ დოკუმენტის გაცემიდან 24 საათში უნდა მიიტანოთ შეშა დანიშნულების ადგილზე.
ყველგან, სადაც კი გამოვყავით ტყეკაფი, სახარე გზა მაინც მიდის.
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ქვითრისა და ბარათის გარეშე ტყეში ხის მოსაჭრელად შესული პიროვნება ჯარიმდება 500 ლარიდან ზემოთ. 500 ლარს დაემატება ზიანი ჯიშისა და რაოდენობის მიხედვით.
გთავაზობთ ხარაგაულის სატყეო უბნის მეტყევეთა საკონტაქტო ინფორმაციას:
კახაბერ ხიჯაკაძე (ვარძიის სატყეო უბანი) – 599 89 88 47;
სიმონ ფოფხაძე (ხიდარი) – 595 000 390;
პაპუნა ჭიპაშვილი (მარელისის სატყეო უბანი – ლეღვანი, ვახანი) – 595 00 30 64;
გიორგი რიკაძე (ზვარე, სადგური წიფა) – 591 00 75 68;
გელა გუდაძე (წიფა, ფონა, გოლათუბანი) – 591 100 554;
ალი მურადოვი (მოლითი, ნებოძირი) – 595 00 55 52;
მამუკა ფერაძე (მოლითის სატყეო უბანი) – 595 09 55 28;
ლაშა ლაცაბიძე (ბორითი, საბე, სარგვეში) – 595 00 60 56;
ლევან სახვაძე (ბორითი, ღორეშა, ბჟინევი) – 595 00 30 63;
ბესიკ სახვაძე (ვაშლევი, ვერტყვიჭალა, საქასრია, ხუნევი, ხევი) – 591 100 569;
დავით ტაბატაძე (რიკოთხევის სატყეო უბანი, წაქვა) – 591 13 49 03;
ერასტი ღამბაშიძე (რიკოთხევის სატყეო უბანი, ხევი) – 595 000 362;
ზაზა კაკოიშვილი (რიკოთხევის სატყეო უბანი) – 595 09 55 56;
დავით სამხარაძე (რიკოთხევის სატყეო უბანი, ნადაბური, გედსამანია) – 595 00 30 75.
მეტყევეები მოქალაქეებს დღის ნებისმიერ დროს უპასუხებენ.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე