

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი „სურსათის საიდუმლოებები ჩემი ლაბორატორიიდან“ დაიწყო. ეს პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
2025 წლის 13 ნოემბერს მოსწავლეები აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ტურის ფარგლებში მათ დაათვალიერეს საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი, კამპუსის ბიბლიოთეკა, ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, ასევე კულინარიის აკადემია.
ვიზიტი მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა: მოსწავლეებმა იხილეს, როგორ ტარდება კვლევები და ექსპერიმენტები სურსათის ტექნოლოგიის სფეროში, როგორ მუშაობს თანამედროვე ლაბორატორიული აპარატურა და როგორ ერთიანდება მეცნიერება და კულინარია ერთ სივრცეში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ უნივერსიტეტის პროფესორებსა და სპეციალისტებთან, დაესვათ კითხვები და გაეცნოთ კვლევის პრაქტიკული მხარეები.
სურსათის ტექნოლოგიის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა დააგემოვნეს ლიოფილურად გამომშრალი ბანანის ჩირი, ტექსტურის ანალიზატორით შეისწავლეს ჩიფსების ტექსტურული მახასიათებლები და უკეთ გაიგეს, როგორ ფასდება პროდუქტის თვისებები მეცნიერულად.
გარდა ამისა, მათ გაიცნეს პროექტში ჩართული ახალგაზრდა მკვლევარის (პროექტის ასისტენტის) გიგა ლომიძის სადოქტორო თემის შინაარსი და ორგანოლეპტიკურად შეაფასეს სხვადასხვა პროდუქტი.
მსგავსი შეხვედრები აჩენს ინტერესს მეცნიერების მიმართ, აძლიერებს მოტივაციას და ნათლად აჩვენებს, რომ მეცნიერება შეიძლება დაიწყოს სწორედ სკოლის ლაბორატორიიდან და გაგრძელდეს დიდ სამეცნიერო აღმოჩენებამდე.

კიცხის საჯარო სკოლის პროექტი „სურსათის საიდუმლოებები ჩემი ლაბორატორიიდან“ მიზნად ისახავს მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაძლიერებას სურსათის ქიმიის, ნუტრიციოლოგიისა და სურსათის ტექნოლოგიის გამოყენებით. ლაბორატორიული ექსპერიმენტების მეშვეობით VIII- XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან შაქრების, მჟავების, საღებავებისა და შემასქელებლების თვისებებს, მათ გავლენას სურსათის სტრუქტურაზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ეს პროექტი აგრძელებს წარსულ წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც განხორციელდა მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სახელწოდებით „სამეცნიერო მოგზაურობა სურსათის საოცრებათა სამყაროში“.
პროექტი ექვსთვიანია.
პროექტის ხელმძღვანელია – ჟუჟა ხაჭაპურიძე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი აგრარულ უნივერსიტეტში;
პროექტის თანახელმძღვანელი – ელისო არჯევანიძე, კიცხის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
პროექტის ასისტენტი – გიგა ლომიძე, აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში 2023 წლიდან კითხულობს ლექციებს/უძღვება პრაქტიკულ მეცადინეობებს სურსათის ქიმიის მიმართულებით.
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი