
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს.
დღეისათვის მიწის რეგისტრაციის ორი ფორმა არსებობს: 1) სისტემური რეგისტრაცია და 2) სპორადული რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაცია იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგენილი გრაფიკით ხორციელდება. ამ პროცესს კონკრეტულ სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით აწარმოებს: სისტემური წესით ზომავს მიწის ნაკვეთებს, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.
მოქალაქეს, თუ მის სოფელში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებამდე ესაჭიროება მიწის დარეგისტრირება, შეუძლია მიწა სპორადული წესით დაირეგისტრიროს. სპორადული რეგისტრაცია თავად დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ხორციელდება. მიწის სპორადული წესით რეგისტრაციისას მოქალაქემ ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში თანხა თავად უნდა გადაიხადოს.
სისტემური ფორმით რეგისტრაციის დროს მოქალაქეები მიწის ნაკვეთებს უფასოდ ირეგისტრირებენ. უფასოდ რეგისტრირდება როგორც საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, ასევე თვითნებურად დაკავებული.
მიწის სისტემური რეგისტრაცია დასრულებულია დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, ბორითის, ვარძიის, ხუნევისა და სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ამჟამად მიმდინარეობს კიცხის, წყალაფორეთის, ხიდრის, ღორეშის, ლაშისა და ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ სოფლებში მიწა მოსახლეობის 95%-მა უკვე დაირეგისტრირა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სოფლებში მუდმივად არ ცხოვრობენ.
იმ სოფლებში, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია უკვე დასრულდა, თუმცა მიწის მფლობელებმა საკუთრების დარეგისტრირება ამ დრომდე ვერ მოასწარით, უნდა მიმართოთ მერის წარმომადგენლებს, რომლებიც ამზომველებთან დაგაკავშირებენ.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ჩასატარებელია – ვახანის, ზვარეს, ლეღვანის, მოლითის, ნადაბურის, საღანძილის, წიფისა და ხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2022-2024 წლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოში წინასწარ შემუშავებული გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობდა. 2025 წლისთვის შემუშავებული გრაფიკის მოსაპოვებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.
ამ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მაკა პეტრენკომ გვიპასუხა: „ასეთი გეგმა-გრაფიკი 2025 წლისთვის არ არსებობს. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში რომ დაასრულებენ სამუშაოს, შემდეგ სოფლებში საქმიანობის დაწყებამდე მერის წარმომადგენლებს წინასწარ უკავშირდებიან. აუცილებლად ვაცნობებთ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას, რომ მოსახლეობისთვის მიწის სისტემური რეგისტრაციის გეგმა-გრაფიკი მნიშვნელოვანია და ამ ინფორმაციას მოგაწოდებთ“.
მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოში 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეისათვის მიწის რეგისტრაციის ორი ფორმა არსებობს: 1) სისტემური რეგისტრაცია და 2) სპორადული […]
სამართლიანობა, მოსმენის უნარი, ლოგიკური
„გელა მთივლიშვილი ფორმაშია – დარბაზს ტოვებს, იშიშვლებს
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში