
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება.
იკითხება სასამართლოს ექსპერტი – გივი ჩხარტიშვილი. დაბადებული 1989 წელს.
პროკურორი მას უსვამს კითხვებს დგებუაძის დაზიანებებზე. ექსპერტი ამბობს, რომ დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია. პროკურორი არ ეშვება. ექსპერტი ცდილობს გამოიცნოს რის შესახებ სვამს კითხვებს პროკურორი – „სიწითლეზე ამბობთ? რომც შემემჩნია, ეგ არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი. ამიტომ არ შემიფასებია“.
„სიწითლე შეიძლება მეც მქონდეს ახლა, – ამბობს იგი მოგვიანებით, – უამრავი ფაქტორი იწვევს – ტემპერატურა, ემოციური ფონი…”
პროკურატურის მთავარი ნარატივი ნაშენებია ამ სიწითლეზე, რომ გვახსოვდეს.
ეს რადგან ჩამოინგრა, პროკურორი ცდილობს აქცენტი დასვას ტკივილზე, რომელსაც დგებუაძე განიცდიდა. გალაწუნების მეორე დღეს (!). „არც ეგაა დაზიანების ნიშანი, ამბობს მოწმე – ტკივილი სუბიექტური ცნებაა, არაა ექსპერტიზის კვლევის საგანი“.
თავზე ექცევათ მთელი პროპაგანდა“.
წერს სოციალურ ქსელში „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.
„ამ წუთას მზია ამაღლობელის პროცესზე მნიშვნელოვანი რამ ხდება. იკითხება სასამართლოს ექსპერტი – გივი ჩხარტიშვილი. დაბადებული 1989 წელს. პროკურორი მას უსვამს […]
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში
საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის