

საყოველთაო ინტერნეტიზაცია საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეგიონებში ინტერნეტის ცენტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს კომპანია „ოუფენ ნეტი“ ამონტაჟებს.
დავინტერესდით, რა ეტაპზეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი. „ოუფენ ნეტის“ მედიამენეჯერის, ეთო მონასელიძესგან მოპოვებული ინფორმაციით ზესტაფონსა და ხარაგაულში ინტერნეტიზაციის პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.
„ზესტაფონი – ხარაგაულის მიმართულება მთლიანობაში მოიცავს 260 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ ინფრასტრუქტუტრას, – ამბობს ეთო მონასელიძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი მონტაჟდება შემდეგ სოფლებში: გედსამანია, ვახანი, ზვარე, ლახუნდარა, ლაშე, ლეღვანი, მარელისი, მოლითი, ნადაბური, ნებოძირი, სარგვეში, საღანძილე, ფარცხანალი, ქვები, ღორეშა, ჩრდილი და ციცქიური.
აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას. „ოუფენ ნეტი“ ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.
პროგრამის სამიზნე არეალები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #375 დადგენილებით. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა ხორციელდება სოფლებში, სადაც 200 და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს და ამასთან, დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში „ოუფენ ნეტისგან“ სამუშაოების დასრულება 2025 წლის მესამე კვარტალში იგეგმება“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!