
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა ქუთაისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“ პირველი ადგილი დაიმსახურა.
გუნდის ხელმძღვანელმა დარეჯან გვაძაბიამ „საუკეთესო მასწავლებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის ამბობს, რომ პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე მიღწეული წარმატება მათთვის დიდი სტიმული და სიხარულია.
გუნდმა შეასრულა დავით კევლიშვილის სიმღერა „მხიარული ბავშვობა“.
ფესტივალი „იმერეთის ხმა“ 2014 წელს მუსიკოსებმა ნანა იამანიძემ და ბექა ბანძელაძემ დააფუძნეს. კონკურსისანტებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობი – მარიკა კვალიაშვილი (კომპოზიტორი), ნანა ცინცაძე (პოეტი), მაია დათუნაშვილი (მუსიკათმცდონე), ნია ბახტაძე (მუსიკათმცოდნე).
კონკურსში იმერეთის რეგიონიდან მონაწილეობდნენ ქუთაისის, სამტრედიის, ბაღდათისა და ზესტაფონის საესტრადო გუნდები.
ხარაგაულელი ნორჩი მომღერელები კონკურსზე „იმერეთის ხმა“ ყოველ წელს მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებს იმსახურებენ.
2015 წელს ამ კონკურსზე სალომე კვირიკაშვილმა გრან-პრი დაიმსახურა, 2016 წელს ნინო რამიშვილი მესამე ადგილი მფლობელი გახდა, 2017 წელს მადონა შველიძემ პირველი ადგილი მოიპოვა, 2018 წელს მეორე ადგილის მფლობელი გახდა მარიამ მანჯავიძე. იმავე წელს ხარაგაულელი მომღერლები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.
ვულოცავთ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ფესტივალზე „იმერეთის ხმა“ ასევე წარმატება მოიპოვეს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) საესტრადო სიმღერის წრის გოგონათა გუნდმა ქუთაისში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე „იმერეთის ხმა“ პირველი ადგილი დაიმსახურა. […]
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება
23 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიცული
დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის
საიამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,