
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, დაკარგული ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის გადაადგილების კვალს დრონის საშუალებით მიაგნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ხიდარში მერის წარმომადგენლის, გიგი დოლიკაშვილისგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, დაკარგული პიროვნებები ჯერ არ უნახავთ, თუმცა, მიაგნეს მათი გადაადგილების კვალს.
„მწყემსების ორივე ბინასთან ვიყავით მოსული, – ამბობს გიგი დოლიკაშვილი, – პირუტყვი გამოუშვიათ სადგომიდან და მწყემსების ბინებიც გადაუთოვლიათ. სამძებრო სამუშაოებს დრონით ვაგრძელებთ. ამჟამად მიმდინარეობს მესამე პირის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა“.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი რამდენიმე დღეა საკრაულას ხეობაში წასულ მწყემსებს ეძებდა.
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით ხორციელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა გზების
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, დაკარგული ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის გადაადგილების კვალს დრონის საშუალებით მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაცია […]
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ I-XII კლასებში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები,