არჩევნების შემდეგ პარლამენტში რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობას და თანხმობის მიღწევას, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ შედგა კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანება, – ამ შეკითხვით „ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ანა ნაცვლიშვილს მივამართეთ.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, – გარდაუვალია ის, რომ არც ერთ ცალკე აღებულ პარტიას არ ექნება შესაძლებლობა, მარტო მართოს ქვეყანა. ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დრო წასრულს უნდა ჩავაბაროთ.
ხელისუფლების პროპაგანდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასძახოდა საზოგადოებას, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, რომ შეიქმნა სამი მსხვილი ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს.
„ძლიერი საქართველო“ ვაერთიანებთ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილს, „ლელოს“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეებს“ და „თავისუფლების მოედანს“.
ამით ვაჩვენეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც მთელ რიგ საკითხებზე შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვები, ცენტრალური საკითხი გვაერთიანებს – რუსული ოლიგარქული მმართველობა აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და სახელმწიფო მყარად უნდა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.
მეათე მოწვევის პარლამენტში საკითხები, რომლებიც დაძრა „ლელომ“, მას მხარი დაუჭირეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პირიქით.
მაგალითად ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციურ პარტიებთან თანხმობას მივაღწიეთ და საკანონმდებლო წინადადებები შევიმუშავეთ.
საქართველოში გვაქვს კოალიციული მმართველობის წარმატებული მაგალითი და ეს არის წალენჯიხა.
წალენჯიხას დღეს მართავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის არის „ლელო“. ჩვენ შევძელით წალენჯიხაში, რომ პირვეკლასელებს აქვთ უფასო კვება. ეს არის ის საკითხი, რომელიც 12 წელია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოაგვარა. დღესაც კი, 13 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საუბრობენ მოდელზე, თეორიაზე, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ქალაქი მანც აეღოთ, რომელსაც სრულად მართავენ და სადმე მაინც პილოტურად დაენერგათ სასკოლო კვება.
ამას ემატება ბევრი სხვა პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, რომელიც სწორედ ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შედეგად განხორციელდა. წალენჯიხაში ძალიან ბევრი კონკრეტული ინიციატივა განეხორციელა მამუკა ხაზარაძემ ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, მუნიციპალიტეტის კულტურული განვითარებისთვის.
ერთადერთი სწორი გამოსავალი დღეს, სანამ სახელმწიფო ინსტიტუტები მყარად დადგება და ხელისუფლების ცვლილება მათზე გავლენას არ მოახდენს, არის კოალიციური მმართველობა.
პარტიებმა ერთმანეთი უნდა აკონტროლონ და დააბალანსონ, რომ არავის არ ჰქონდეს ჭარბი ძალაუფლება“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი