წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა პრემიაზე 250-მდე წიგნი წარადგინეს.
შვიდ ნომინაციაში ფინალისტების სია ცნობილია. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
- აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო);
- გიორგი კვიტატიანი, „ბრინჯაოს ქალაქი – ქაოსის ქრონიკები“ (მედუზა);
- თამარ ჟღენტი, „წამისყოფა“ (ინტელექტი);
- მეგი გაბისონია (მთარგმნელი), ჯ.მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- ნატალი დარასელია, „სააღდგომო მოკვდინება“ (კალმოსანი);
- რუსუდანტყემალაძე, „არქიტექტორი“ (პალიტრა L);
- სალომე პატარიძე, „დრო, სივრცე და სქესი ქართველი ქალების შემოქმედებასა და პირად წერილებში“ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი);
- სოსო ყიფშიძე, „ბედთან მოთამაშე“ (ინტელექტი).
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- თეიმურაზ დოიაშვილი, „ვარდი ნაწვიმარ სილაში“ (ინტელექტი);
- ნონა კუპრეიშვილი, „საშიში ინტერპრეტაციები“ (ინტელექტი).
წლის საუკეთესო პიესა:
- გიორგი მაისურაძე, „ლეთე“ (ინდიგო);
- დავით გაბუნია, „როგორ შემიყვარდა ოლიგარქის ქალიშვილი“ (saba.com.ge);
- დალილა გოგია, „მამა„ (saba.com.ge).
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- არჩილ ქიქოძე, „ინდოეთის დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- დალილა ცატავა, „გასტრონომიული სიზმრები“ (ინტელექტი);
- ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- ლევან ბერძენიშვილი, „ჩვენები – ქართველები ბერძნულ მითოსში“ (არტანუჯი);
- მალხაზ ხარბედია, „შეთხზული „მე“ (პალიტრა L).
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
- ეკა ქავანიშვილი, „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ (ინტელექტი);
- ზაალ სამადაშვილი, „რასაც ყველა ვერ ხედავს“ (ინტელექტი);
- ლუკა ხატიაშვილი, „ჭირის მეგობარი“ (ინტელექტი);
- მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- ნანა ჯეჯეია, „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“ (ინტელექტი).
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
- ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (ინტელექტი);
- გიორგი კეკელიძე, „ახალი სიმღერები“ (ინტელექტი);
- იაკი კაბე, „მოქალაქე“ (ინტელექტი);
- მედეა ზაალიშვილი, „სიმშვიდე დაფნის ხეებში“ (ინტელექტი);
- ნანა აკობიძე, „ვალაუვალი“ (ინტელექტი).
წლის საუკეთესო რომანი:
- ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L);
- თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“ (ინტელექტი);
- ირაკლი სამსონაძე, „ნუციკოდან ნუციკომდე“ (ინტელექტი);
- ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „აჩრდილები“ (პალიტრა L).
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.
წყარო