9 სექტემბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.
კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნუცა ჯანელიძის კვინტეტი, თამუნა ამონაშვილი, სოფო ბედია, ზუკა ხუციშვილი და ბენდი, დავით ხურცილავას მიჰყავდა.
პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალური აიპ-ების თანამშრომლები, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები, ახალგაზრდები და ბავშვები.
ღონისძიების წამყვანმა დავით ხურცილავამ საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში, რამდენჯერმე ახსენა, რომ „ხარაგაული არის სამოთხე და ყველა აქაური უყვარს“. მანვე აღნიშნა, რომ – მტრის ჯინაზე ყველაფერი კარგად იქნება და არაფერზე ვინერვიულოთო; თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა „მტერში“.
„შევალთ ჩვენ ევროპაში კეთილდღეობით, მშვიდობით და რაც მთავარია ნამდვილად, მამაპაპურად, ღირსებით. დამთავრდა ვაი-უბედურება, ჭირი, ახლა სულ მშვიდობა იქნება, სულ ღირსება და სულ კეთილდღეობა იქნება“, – მიმართა ღონისძიების წამყვანმა კონცერტის მოსასმენად შეკრებილებს.
მომღერალთაგან „ქართული ოცნებისადმი“ სიტყვიერი მხარდაჭერა ამ სიტყვებით გამოხატეს თამუნა ამონაშვილმა და სოფო ბედიამ – „ქართულ ოცნებას“, მშვიდობას და ხარაგაულს გაუმარჯოსო.
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების