ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი და სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა – მართა ჭყოიძემ, ლილე ფცქიალაძემ, ანა ოსანაძემ, გიორგი ლომსაძემ, ლაზარე ლომსაძემ, ლუკა ლაცაბიძემ, ანი შავიძემ, ქეთევან ლაცაბიძემ, ლალი ხომასურიძემ, ნინო ლომსაძემ, თინათინ შავიძემ, ლიზი კურტანიძემ, ანა ნიქაცაძემ, ქეთი მჭავარიანმა, მართა დავაძემ, მაგდა მიქაბერიძემ, მარიამ კაპანაძემ, ნატა სულაქველიძემ, ნინო ვეფხვაძემ, ანამარია კაკულიამ, ნინო ლაცაბიძემ, ნინო კიკნაძემ, ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.
გოგონათა ჯგუფმა „თოჯინები“ ცეკვა „ტარანტელა“ წარმოადგინეს, ხოლო გოგონათა გუნდმა მერაბ მერაბიშვილის „გული მღერის“ და გოგი ცაბაძის „ცისფერო მთაო“ იმღერეს.
სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ ისაუბრა განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა წარმატებებზე, რასაც მათ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ კონკურსებზე მიაღწიეს. მან მადლობა გადაუხადა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისათვის.
„ძალიან მახარებს, რომ ხარაგაულში საკმაოდ ბევრი ბავშვი ეუფლება კლასიკურ მუსიკას, – აღნიშნა კონცერტის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – მახარებს მათი წარმატებები. საუკეთესო იყო ამ სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი მიუზიკლები „საახალწლოდ“ და „კონკია“. წარმატეტებებს ვუსურვებ ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს“.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ხარაგაულში მოსწავლეთა სახლის კონცერტით დაიწყო.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი