

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) კონცერტით დაიწყო.
კონცერტზე მოსწავლეთა სახლის აღსაზრდელებმა წარმოგვიდგინეს მუსიკალური ნომრები ქართული კინოფილმებიდან (საესტრადო წრის ხელმძღვანელლი დარეჯან გვაძაბია).
ღონისძიებაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ლიტერატურული წრის მოსწავლეებმა (პედაგოგი ლალი შარაშიძე), ხალხური სიმღერა – „ხმა ამაოღე, ფანდურო“ ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა (ხელმძღვანელი რეზო შარიქაძე).
მოსწავლეთა მონაწილეობით გათამაშდა ნაწყვეტი ფილმებიდან „შერეკილები“ და „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის