ნინო მაჭარაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერიის სტუდენტია.
როგორც თვითონ გვიამბო საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს მიღებულ პროექტებში მონაწილეობამ განაპირობა:
„თავიდან ეს იყო ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი რობოტების ჩემპიონატი, შემდგომ მსოფლიო რობოტების ოლიმპიადა 2022-2023 წლებში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდებოდა; STEAM მოსწავლეთა კონფერენცია, და ბოლოს, STEAM მოსწავლეთა შეჯიბრება, სადაც ჯგუფთან ერთად მესამე ადგილი დავიკავე და CERN-ში სასწავლო ვიზიტით გავემგზავრე.
ეს ღონისძიებები დამეხმარა პრიორიტეტების დალაგებაში და ავირჩიე უნივერსიტეტი, სადაც შემეძლებოდა ჩემი იდეების რეალიზება, რეალურ პროექტებთან მუშაობა და სათანადო მხარდაჭერის მიღება“.
– ნინო, თქვენ იმყოფებოდით სინგაპურში საქართველოს უნივერსიტეტის დაფინანსებით. ჩვენს მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ შესაძლებლობის გაზიარება.
– სინგაპურში ვიყავი FIRST GLOBAL-ის, იგივე რობოტიკიტის ოლიმპიადაზე, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში საქართველო უკვე მეშვიდე წელია მონაწილეობს. წელსაც საქართველო 190 ქვეყანას შორის ასპარეზობდა.
საქართველოს უნივერსიტეტის, ალექსანდრე ქართველის ასოციაციისა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის თანამშრომლობით, აქტიურად მიმდინარეობდა მზადება ჩემპიონატისთვის. ზემოთ აღნიშნული სპონსორების დახმარებით კი მოხდა გუნდის გადამზადება და გამგზავრება სინგაპურში.
– სინგაპურში მიღებული გამოცდილება ალბათ გეხმარებათ თქვენს პროფესიაშიც. რა გამოარჩევს თქვენს არჩეულ პროფესიას სხვა პროფესიებისგან?
– ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია, ჩემი აზრით, აწმყოსა და მომავლის სფეროა, ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში წარმოუდგენელია ცხოვრება ელექტრონიკის, რობოტიკის, ინტერნეტის გარეშე. მითუმეტეს მაშინ, როცა 5G, 6G ინტერნეტი ვითარდება, ინერგება ხელოვნური ინტელექტი,
აუცილებელია, სათანადო პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციების შექმნას. საქართველოს უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკული შესაძლებლობები კი ნამდვილად გვამზადებს ჩვენ პროფესიონალებად. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება მივიღე საქართველოს უნივეერსიტეტში ჩაბარებით.
– და ბოლოს, რა არის თქვენთვის საქართველოს უნივერსიტეტი?
– ეს არის ჩემთვის უსაზღვრო შესაძლებლობები. საქართველოს უნივერსიტეტში არსებული ინოვაციური, პრაქტიკული და მეგობრული გარემო, ყოველდღიურად მეხმარება გაზრდასა და განვითარებაში. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო წლის ფარგლებში დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, გამოფენა, შეჯიბრება.
გაცვლითი პროექტი საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს, გამოვავლინოთ საკუთარი ცოდნა, უნარები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი