

პამიდორის დაავადებათაგან გავრცელებულია ფიტოფტოროზი და ალტერნარიოზი:
დაავადების ნიშნების აღმოჩენისას დაზიანებული ნაწილი უნდა შეიჭრას და გაიტანოს ბაღიდან.
შეწამვლა მნიშვნელოვანია როგორც ჭრაქის, ასევე ნაცრის წინააღმდეგ. მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური საშუალებები.
ქიმიური საშუალებებია: რიდომილ გოლდი 0,35%-იანი და ანტრაკოლი 0,35%-იანი ხსნარი.
ბიოლოგიური: ოქსიქლორი 0,5%-იანი, ბორდოს ნარევი 1,5%-იანი ან შაბიამანი 1,5%-იანი.
ბიოლოგიურზე მეტად სუფთაა ბაქტერიული საშუალებები, ესენია: ფიტოკატენა (1,5%-იანი), აგროკატენა (1,5%-იანი) და ბიოკატენა (2%-იანი).
ფესვის ყელის სიდამპლის შემთხვევაში რეკომენდირებულია პრეპარატი ფინალი ან პროპაკული. დოზა: 100 ლიტრ წყალზე 250გრ 0,25%-იანი ხსნარი. თითოეულ ძირზე 200 მლ (ფესვში მისხმა).
ნაყოფის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება როგორც ქიმიური, აგრეთვე, ბიოლოგიური საშუალებები. ქიმიური: რომოლე 0,1-0,15 %-იანი, რითმი- 1,25-1,5 %-იანი ხსნარი. ბიოლოგიური: ბიოკატენა 2%-იანი.
აღნიშნული პრეპარატებისა და შესაბამისი კონსულტაციების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ აგრომაღაზიებს. დეტალური ინფორმაციისათვის აგრეთვე მიმართეთ აგრომაღაზიებს შემდეგ მისამართებზე: ქ. ზესტაფონი, რუსთაველის ქ. N69; აღმაშენებლის N54 და სპს „ლურსმანაშვილი“ სოფ. არგვეთა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,